გულშემატკივრებმა მესის ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენეს
ამერიკის თასის გათამაშების ფინალური მატჩის დროს, რომელიც სტადიონ Nacional-ზე მიმდინარეობდა, ჩილელემა გულშემატკივრებმა მესის მშობლები იცნეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.
კოპა ამერიკის მატჩს მესის 2 ძმისშვილი და ძმებიც ესწრებოდნენ. ერთ-ერთ მათგანს – როდრიგოს, სილა გააწნეს. თავდასხმის გამო, არგენტინელთა კაპიტნის ოჯახი იძულებული გახდა, თავი საკომენტარო ჯიხურისთვის შეეფარებინა.
კონფლიქტურ სიტუაციაში არგენტინის ელჩი ჩილეში – ხინეს გონსალეს გარსია ჩაერია, რომელიც მესის ნათესავებს სხვა ადგილზე გადანაცვლებაში დაეხმარა.
Telefe Noticias-ის ჟურნალისტმა მესის აღნიშნული ინციდენტის შესახებ კომენტარის გაკეთება სთხოვა. არგენტინელი ფეხბურთელი მხოლოდ მოკლე ფრაზით შემოიფარგლა:
„მე კარგად ვარ, გმადლობთ!“