მსოფლიოსიახლეები

თურქეთში მასობრივი დაპატიმრებები გაგრძელდა

სტამბოლის პროკურორებმა სამშაბათს გასცეს დაპატიმრების ორდერები 118 სამხედრო პირისთვის, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ სასულიერო პირთან, ფეთჰულა გიულენთან კავშირში. თურქეთის ხელისუფლება გიულენს 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუს” ცნობით, გიულენის ქსელთან კავშირში მყოფი 72 ეჭვმიტანილი 35 პროვინციაში ჩატარებული ერთდროული ოპერაციის შედეგად დააკავეს. პოლიცია კიდევ 46 ეჭვმიტანილს ეძებს.

სააგენტოს თანახმად, 98 ეჭვმიტანილი, რომლებზეც დაპატიმრების ორდერებია გაცემული, არმიაში მსახურობს, ორი კი, სამოქალაქო პირია.

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთში 77 ათასამდე ადამიანი დააკავეს; 130 ათასი, მათ შორის, სამხედროები, სახელმწიფო სამსახურიდან დაითხოვეს.

გიულენი, რომელიც 1999 წლიდან თავს აშშ-ს აფარებს, გადატარიალებასთან კავშირს უარყოფს. გადატრიალების დროს 250-მდე ადამიანი დაიღუპა და 2 000-მდე დაიჭრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button