მნიშვნელოვანირეგიონი

ლაგოდეხში წყლის პრობლემის გამო გამართული შეხვედრა შედეგის გარეშე დასრულდა

ლაგოდეხის ადგილობრივ მოსახლეობასა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობას შორის დღეს გამართული შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. შეხვედრა დიალოგის ფორმატში დაიწყო, თუმცა აქციაში გადაიზარდა. მონაწილეებმა საქართველო -აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს.

ადგილობრივები სასმელი წყლის საფასურის მრიცხველის მ

იხედვით გადახდას აპროტესტებენ. მოთხოვნაა შენარჩუნდეს ძველი წესი და წყლის გადასახადი არა მრიცხველის ჩვენებით, არამედ სულადობის მიხედვით გადაახდევინონ. გარდა ამისა, ლაგოდეხელებს სარწყავი წყალიც არ აქვთ, რის გამოც სოფლის მეურნეობის საჭიროებებისთვისაც სასმელ წყალს იყენებენ, ამიტომ მრიცხველის ჩვენებით, თვეში, შესაძლოა, 100 -150 ლარის გადახდაც კი მოუწიოთ.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ამ ეტაპზე უარს ამბობს სულადობრივ გადასახადზე. კომპანიის ხელმძღვანელმა გრიგოლ მანდარიამ განაცხადა, რომ თუკი წყლის მრიცხველები გაუქმდება, მოსახლეობა დაიწყებს წყლის უყაირათო ხარჯვას, შეიქმნება ნაკლებობა და მოსახელობის დიდი ნაწილი შესაძლოა საერთოდ უწყლოდ დარჩეს.

გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, რომ 10 დღის განმავლობაში შესაბამისი უწყებები წყლის ტარიფის განახევრების შესახებ იმსჯელებენ და გადაწყვეტილებას ადგილზე აცნობებენ. მანდარიას, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლად მიაჩნია, რომ ადგილობრივებმა წყალი ყაირათიანად მოიხმარონ და შესაბამისად მათ მაღალი გადასახადი არ ექნებათ.

წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელის ამ პასულმა მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი ამბობენ, რომ მოთხოვნების შესრულებამდე აქციებს არ შეწყვეტენ.

იმ ოჯახმა, ვისაც საპირფარეშო კანალიზაციაზე აქვს მიერთებული, 1 ტონა წყალში 49 თეთრი უნდა გადაიხადოს, ხოლო ვინც კანალიზაციით არ სარგებლობს, მათთვის 42-თეთრიანი ტარიფი მოქმედებს.
ლაგოდეხში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ბოლო 5 წლის განმავლობაში 13 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მთლიანად გამოიცვალა წყალგაყვანილობის სისტემა. ამავე პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა წყლის მრიცხველებიც. მოსახლეობას, როგორც თავად ამბობენ, წყლის პრობლემა ისევ აწუხებს. მათი ნაწილი ამბობს, რომ დაბინძურებული წყალი მიეწოდებათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button