მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“საქართველოში მილიარდობით რუბლის პროდუქცია გადის”

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ „აფხაზეთიდან საქართველოში მილიარდობით რუბლის ღირებულების პროდუქცია გადის და აუცილებელია სახელმწიფო საზღვრებზე სრული კონტროლის დაწესება“.

„აფხაზეთიდან საქართველოში მილიარდობით რუბლის ღირებულების პროდუქცია გადის. ჩვენი საბაჟო კომიტეტისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, წელიწადში თხილეულის მოსავლის მოცულობა 11-12 ათასი ტონაა. ამ მოცულობის მაქსიმუმ 10% ექსპორტზე რუსეთში გადის, დანარჩენი კი, – საქართველოში და მთელი ეს თანხა იმ ხალხის ჯიბეებში ხვდება, რომლებიც, ზოგადად, კონტრაბანდით არიან დაკავებულები.” – განაცხადა ბჟანიამ.

მისივე თქმით, აუცილებელია, ამ საკითხთან დაკავშირებული მიდგომების გადახედვა და ე.წ. „სახელმწიფო საზღვრებზე“ სრული კონტროლის დაწესება.

მსგავსი პოსტები

Back to top button