მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

რუსეთის ე.წ. “საელჩოს” ტერიტორიაზე ბომბს ეძებენ

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმში, რუსეთის ე.წ. “საელჩოს” ტერიტორიაზე ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ.

ბომბის არსებობის შესახებ სამართალდამცავებს ანონიმმა ტელეფონის მეშვეობით შეატყობინა.
“საელჩოს” ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ჯერჯერობით, არანაირი კომენტარი არ კეთდება.

ბოლო პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კრიმინალური ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. 4 ივნისს, აფხაზეთიდან საქართველოში იარაღის უკანონო გადატანის მცდელობისთვის, მამაკაცი დააკავეს. ხოლო 1 ივნისს ქვემო ეშერაში, აფხაზი სეპარატისტების ლიდერის, ვლადისლავ არძინბას სახლი დაცხრილეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button