Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მაჟორიტარების კანდიდატების “რესპუბლიკური” ფორმულა

165

“თბილისში ოპოზიციური რვიანი, თბილისს გარეთ, – სრული კონკურენცია.” – ასეთია არჩევნებში გამარჯვების ფორმულა დავით ბერძენიშვილისგან. “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ მთავარი მეორე ტურში​ ურთიერთმხარდაჭერაა.

ბერძენიშვილის ფორმულის ხედვით, თბილისის 8 ოლქში ადგილები შემდეგნაირად უნდა გადანაწილდეს: ორ-ორი ადგილი “ერთიან ნაციონალური მოძრაობას”, “ევროპულ საქართველოს” და “ლელოს” უნდა ერგოს, თითო-თითო კი, – “ლეიბორისტებს” და ალეკო ელისაშვილის “სამოქალაქო მოძრაობას”.

დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ეს არის საუკეთესო მოცემულობა იმისთვის, რომ ოპოზიციური ერთობა შედეგს. მისივე თქმით, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველას დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება, ამიტომ ოპოზიციის წევრებმა ერთიანი სტრატეგიით უნდა იმოქმედონ.

“რესპუბლიკური პარტიის” ეროვნული კომიტეტის წევრის, დავით ბერძენიშვილის მიერ დასახელებულ მაჟორიტარების წარდგენის ფორმულას ოპოზიციის წევრები აფასებენ.

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, დავით ბერძენიშვილის მოსაზრებებს გაითვალისწინებენ დ მხედველობაში მიიღებენ, თუმცა წინასწარ ვერაფერს იტყვის.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი მურთაზ ზოდელავა ამბობს, რომ ახლა, როგორც “რესპუბლიკურ პარტიას”, ასევე სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ, შექმნან ერთიანი პოზიციები.

საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს კახა კალაძემაც შეაფასა. თბილისის მერის თქმით, ოპოზიციაში საინტერესო პროცესები იწყება.

“მოლოდინი არის ის, რომ საკმაოდ საინტერესო პროცესები იქნება, გავერთობით ყველანი, კინო აწი იწყება. მგონია, რომ ჩვენ ყველა მოვახერხებთ საარჩევნო სისტემის ცვლილებას და არჩევნები ჩატარდება იმ შემოთავაზებული სისტემით, რაზეც მოხდა შეთანხმება.” – განაცხადა კახა კალაძემ.

მოისმინეთ კახა კალაძის ხმა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი