ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ნინიგორთან ღამის 02:00 საათზე მოხდა. ავტომობილში 3 ქალბატონი იმყოფებოდა.
ერთ-ერთი მათგანი, რომელიც საჭეს მართავდა ადგილზე გარდაიცვალა. დანარჩენი ორი დაშავებულია. ისინი ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანეს. ერთი ადგილზე მკურნალობს, ხოლო მეორე მრავლობითი მოტეხილობებით თბილისში იქნა გადაყვანილი. როგორც ექიმები ამბობენ, ორივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც რადიო „ჰერეთს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.