მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“აფხაზეთში იარაღის ტარების სტატისტიკა კატასტროფაა”

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში იარაღის ტარებაზე 2 267-ზე მეტი ნებართვა გაიცა. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა დიმიტრი დბარმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ეს კატასტროფაა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ახლა ისეთ ადამიანებსაც ვართმევთ იარაღს, ვისაც მისი ტარების უფლება აქვს.” – აღნიშნა მან.

ე.წ. შს მინისტრის ინფორმაციით, ადამიანები იარაღის უფლების მისაღებად თანხას იხდიდნენ და დამნაშავე ამ შემთხვევაში მოქალაქე არ არის.

მისი სიტყვებით, ის პირები, ვინც მოქალაქეებზე იარაღის ტარების უფლება უკანონოდ გასცა სამართლებრივად აგებენ პასუხს.

2017 წელს აფხაზეთის დე ფაქტო რესოპუბლიკაში დაიწყო „იარაღის ტარების“ შესახებ კანონის გახილვა, თუმცა არ მიუღიათ. დბარი იმედოვნებს, რომ ეს პროცესი დაჩქარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button