მსოფლიოსიახლეები

დაპირისპირება ოპოზიციასა და პოლიციას შორის სომხეთში

სომხეთში, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

პოლიციამ აქციაზე, საგანგებო მდგომარეობის დარღვევის ბრალდებით, 89 ადამიანი დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან პარტია „აყვავებული სომხეთის“ წევრებიც.

ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის, გაგიკ წარუკიანის მომხრეები დილიდან შეიკრიბნენ.

ისინი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

ცნობისთვის, პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი, გაგიკ წარუკიანი ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს.

გავრცელებული ვერსიით, წარუკიანის კომპანიებს უკანონო ქმედებებში ადანაშაულებენ. თავად პარტიის ლიდერი დანაშაულს უარყოფს და აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button