მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პოლიტიკური ეპიდემია და მთავრობის კულუარული გეგმები

“ნიუპოსტის” წყაროს ცნობით, მთავრობაში არ გამორიცხავენ, რომ საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყანის მასშტაბით გამოაცხადონ, რაც საბოლოო ჯამში, არჩევნებს და ხელისუფლების პოლიტიკურ დღის წესრიგს უკავშირდება.

„ნიუპოსტის“ წყარო მთავრობიდან ირწმუნება, რომ გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია და ხელისუფლება თბილისის ჩაკეტვის სცენარზე აქტიურად მუშაობს.

მთავრობის ადმინისტრაციდან წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ ხელისუფლებაში თითქოს შეთანხმდნენ, რომ 20 ივნისისთვისთვის, გავრილოვის სისხლიანი ღამიდან ერთი წლის თავზე დაგეგმილი აქციისთვის, დედაქალაქი უნდა ჩაეკეტათ. თუმცა, მთავრობის რამდენიმე წევრმა დღეს პოზიცია შეიცვალა და საკორდინაციო საბჭოზე თქვა, რომ „სირცხვილიასა“ და ოპოზიციას აქციის გამართვის საშუალებას მისცემენ, ხოლო მეორე დღესვე თბილისი უნდა ჩაკეტონ, რადგან აქციის დღეს თბილისის ჩაკეტვას „ხელისუფლების ოპონენტები და ოპოზიციურად განწყობილი მედია პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეფუთავს და ახალი სკანდალი აგორდება“.

მეტიც, წყაროს ცნობით, მთავრობაში არც იმას გამორიცხავენ, რომ საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყანის მასშტაბით გამოაცხადონ, რაც საბოლოო ჯამში, არჩევნებს უკავშირდება. სამთავრობო კულუარებში არ მალავენ, რომ ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” პოლიტიკური გეგმის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩვენები შესაძლოა, დეკემბერში ჩაატარონ.

თუმცა ამ სცენარს ეპიდემიოლოგები არ ეთანხმებიან, რადგან ისინი ეპიდაფეთქებას სწორედ ნოემბერ-დეკემბერში პროგნოზირებენ. მათი ვარაუდით, ქვეყნის აფეთქებამდე ჩაკეტვა უმართავ პროცესებს გამოიწვევს.

“ერთია, დღეს რას ამბობენ გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე ტელეეთერიდან. ყველას კარგად გვახსოვს მათი განცხადებები, სანამ რუსთაველზე აქცია დაანონსდებოდა. მედიკოსები მეორე ტალღის დაწყებას შემოდგომისთვის ვარაუდობდნენ, თუმცა როგორც კი 20 ივნისის აქცია დაანონსდა, ხელისუფლებისა და ეპიდემიოლოგების რიტორიკა შეიცვალა და ისინი სიტუაციის გაუარესებას უახლოეს დღეებში პროგნოზირებენ.” – აცხადებს “ნიუპოსტის” კიდევ ერთი დამოუკიდებელი წყარო.

მსგავსი პოსტები

Back to top button