მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

საქონლის ექსპორტი 16.2%-ით, იმპორტი კი, 17%-ით შემცირდა

2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 206,2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16,8 პროცენტით ნაკლებია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

აქედან, ექსპორტი 1 235,4 მლნ. აშშ დოლარი იყო (16,2 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი, – 2 970,8 მლნ. აშშ დოლარი (17,0 პროცენტით ნაკლები).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-მაისში 1 735,4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41,3 პროცენტი შეადგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button