საქართველოსიახლეები

“კაცების 83%-ს ჰომოსექსუალი შვილის ყოლა შერცხვებოდა”

გაეროს ერთობლივი პროგრამის მიერ გამოქვეყნებული კვლევის, “კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში” მიხედვით, საქართველოში გამოკითხული კაცების 83% ამბობს, რომ ჰომოსექსუალი შვილის ყოლა შერცხვებოდა. ამავე მოსაზრებას იზიარებს გამოკითხულ ქალთა 74%.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ საქართველოში, ქალებსა და მამაკაცებს შორის, კვლავაც ნარჩუნდება ჰომოფობიური დამოკიდებულებები. მათივე თქმით, რესპონდენტებს, განსაკუთრებით კაცებს, ღრმად აქვთ გამჯდარი ჰომოფობიური შეხედულებები.

ქალების ნახევარზე მეტი და ათიდან რვა კაცი აცხადებს, რომ არასოდეს ეყოლება ჰომოსექსუალი მეგობარი.

კიდევ უფრო მეტს, გამოკითხული კაცების 83%-სა და ქალების 64%-ს სჯერა, რომ ჰომოსექსუალებს არ უნდა ჰქონდეთ ბავშვებთან მუშაობის უფლება და ჰომოსექსუალი შვილის ყოლა სამარცხვინოა.

მსგავსი პოსტები

Back to top button