fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები

153

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატები თბილისში ცნობილია. „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილმა პოლიტიკოსებმა დაადასტურეს ინფორმაცია მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატების შესახებ.

დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ვაკეში ელენე ხოშტარია იბრძოლებს, მთწამინდაზე – შალვა შავგულიძე, ისანში – გიორგი ვაშაძე, ხოლო ნაძალადევში – შალვა ნათელაშვილი.

„ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა ინტენსიური მოლაპარაკებები და დღეს უკვე ერთიან ფორმატს შევთავაზებთ შემდეგ კანდიდატებს: ვაკეში – ელენე ხოშტარია, მთაწმინდაზე – შალვა შავგულიძე, ისანში – გიორგი ვაშაძე და ნაძალადევში – შალვა ნათელაშვილი. მარტივი იყო, რომ ექვსივე რაიონი გადაგვენაწილებინა, მაგრამ ეს არ იყო ჩვენი თვითმიზანი. ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს მრავალფეროვანი არჩევანი. ორ ადგილზე უნდა გაგრძელდეს მუშაობა საზოგადოებისთვის ცნობად სახეებთან, რომ იყოს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი.” – აცხადებს დავით ბაქრაძე.

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ შეთანხმებით, გაიმარჯვა საზოგადოებამ. სწორედ ამომრჩევლის დაკვეთას უწოდებს ვაშაძე ოპოზიციის ერთობას. ვაშაძე ამბობს, რომ მმართველი ძალის დამარცხებისთვის, ის ისნის ოლქში იბრძოლებს.

„საღმა აზრმა გაიმარჯვა. იცით, რამ გაიმარჯვა? დავსვით კითხვა, რა უნდა ხალხს. ხალხს უნდა ოპოზიციის ერთიანობა და კონსოლიდაცია, რომ გამოვტაცოთ ხელისუფლება ივანიშვილს. აქედან გამომდინარე, ის კანდიდატები უკვე გითხრეს. მე მზად ვარ, რადგან საერთო გადაწყვეტილებაა, ავიღო ეს პასუხისმგებლობა ჩემს თავზე. ყველამ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ხალხმა გაიმარჯვოს საბოლოო ჯამში.” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

მოისმინეთ დავით ბაქრაძის, გიორგი ვაშაძის, შალვა შავგულიძის და გიგი უგულავას განცხადებები.

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, იგი გლდანის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს, ხოლო ლევან ხაბეიშვილი სამგორში იყრის კენჭს მაჟორიტარობის კანდიდატად.

ნიკა მელიას განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რატა ოპოზიციურმა კანდიდატებმა ყველა ოლქში გამარჯვება მოიპოვონ.

მოისმინეთ ნიკა მელიას ხმა.

 

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი