მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“მაგარი ბიჭების როლს თამაშობთ”; “დააყენე ერთი ადგილი”

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც აზარტული თამაშების კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მიმდინარეობს, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რომან კაკულიას შორის მოხდა. 

გოგიჩაიშვილის თქმით, 6 თვის წინ მის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტი “ქართულმა ოცნებამ” გადადო, მთავრობის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტი კი, დაჩქარებული წესით განიხილება.

„რა სტანდარტს აჩვენებს „ქართული ოცნება“?! ამით რას აჩვენებთ, რომ ძალიან მაგრები ხართ და ჩვენ გადაგვიგრიხეთ ხელები?! მაგარი ბიჭების როლს თამაშობთ „ქართული ოცნება“ დღეს პარლამენტში თუ რა კულტურაა მაინტერესებს?!” – მიმართა გოგიჩაიშვილმა კაკულიას.

აღნიშნულის პასუხად, სხდომის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა, რომ მის კომიტეტს გოგიჩაიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი განხილული აქვს.

ხსენებული საკითხის განხილვის პროცესში, დეპუტატებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. მმართველი გუნდის ყოფილმა წევრმა კაკულიას რამდენიმე შენიშვნა მისცა.

“თქვენ რომ გელაპარაკებით, ვგულისხმობ იმ საქციელს, რასაც თქვენ სჩადიხართ. ხელი აუქნიე „ნაციონალურ მოძრაობას“. ყველამ უნდა გაიგოს, ვინები ხართ.” – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

რომან კაკულიამ გოგიჩაიშვილს წესრიგის დაცვისკენ არაერთხელ მოუწოდა:

“მორჩი რაა,ნუ ლაპარაკობ ასე. რა ხელის აქნევაზე ლაპარაკობ. შენზე ნაკლები ტონი არ მაქვს. შენი საქციელი რაში ჯდება? ჩხუბი გინდა მაინც და მაინც?! რას მიძაბავ ტონს. ან ძველი ბიჭი იყავი ან პარლამენტარი. ძალიან გეშლება, თუ გგონია, რომ ან შენზე ნაკლები ტონი მაქვს, ან სხვა რამე. დააყენე ერთი ადგილი, რა. გეუბნები, მხარი დაგიჭირე და დაელოდე შედეგებს. შენი მორალის წასაკითხი არაფერი მჭირს.” – მიმართა კაკულიამ გოგიჩაიშვილს.

მოისმინეთ ლევან გოგიჩაიშვილის და რომან კაკულიას კამათის ამსახველი ხმები.

მსგავსი პოსტები

Back to top button