მსოფლიოსიახლეები

გერმანიაში ლენინს ძეგლი დაუდგეს

“ბიბისის” ცნობით, გერმანიაში ლენინის ძეგლი დადგეს. მონუმენტის დადგმის ინიციატორი გერმანიის “მარქსისტ-ლენინისტური პარტია” იყო.

ძეგლის ავტორი ჩეხი მოქანდაკეა, რომელმაც მონუმენტი 1957 წელს შექმნა. ძეგლი გერმანული პარტიის წევრებმა ონლაინში, 16 000 ევროდ იყიდეს.

საბჭოთა კავშირში მარქსისტული იდეოლოგიის ერთ-ერთი გამავრცელებლის, ვლადიმირ ლენინის ძეგლის დადგმას, ქალაქ გეზელკინხენში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. მონუმენტის დადგმის წინააღმდეგ გამოვიდა როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ქალაქის მერიაც, თუმცა გეზელკინხენის სასამართლომ სარჩელი ძეგლის აღებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

მსგავსი პოსტები

Back to top button