“მხოლოდ [სააკაშვილს] შეუძლია ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანა.”

გუშინ საბერძნეთში, “ძალა ერთობაშიას” საორგანიზაციო ჯგუფმა, ევროკავშირის მისიის შენობასთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დამთავრებას ითხოვდნენ. ისინი ბანერებით და პლაკატებით იყვნენ შეკრებილი და სიტყვით გამოდიოდნენ.
“ალია” ერთ-ერთ ემიგრანტს, ეკონომისტ ავთო ივანიძეს ესაუბრა:
“ნაციონალური მოძრაობის” გარდა, აქციაზე იყვნენ “გირჩის”, ლეიბორისტების” მხარდამჭერები, შემოგვიერთდა ახალგაზრდული მოძრაობა “შეცვალე”!
“ემიგრანტების დიდ ნაწილს გვინდა სამშობლოში დაბრუნება, მაგრამ სანამ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ყველაფერი გააჩერა, არ წავა, სანამ სიღატაკე, უმუშევრობა, კორუფცია და ნეპოტიზმი იქნება, სამწუხაროდ, სამშობლოში თავის რჩენის, ოჯახების რჩენის საშუალებას ვერ ვხედავთ.
“2003 წლიდან 2012 წლამდე ვმუშაობდი ქარელში, სხვადასხვა საჯარო თანამდებობაზე, 2012 წელს, “ქოცები” რომ მოვიდნენ, დავწერე განცხადება, გამოვიხურე კარი და წამოვედი. მას მერე საჯარო სამსახური აღარ მიძებნია, რადგან არანაირი სურვილი არა მაქვს ამ გუნდთან ერთად მუშაობის, არ მინდა ქვეყნის ნგრევაში მივიღო მონაწილეობა…
“სამწუხაროდ, საჯარო სამსახურის გარდა, სხვა სამსახური ვერ ვნახე და ერთი წლის წინ მეც მომიწია ემიგრაციაში წამოსვლა.
“ვინ უნდა მოვიდეს სათავეში, ქვეყანაში რომ დავბრუნებდე?
“ამ კითხვაზე არც დავფიქრდები, ისე გეტყვით, – მიხეილ სააკაშვილი. მხოლოდ მას შეუძლია ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანა.
“რა წამსაც მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდება, მეც იმწამსვე ვიყიდი უკან წამოსასვლელ ბილეთს.”
ფოტოზე: ავთო ივანიძე
“იგივეს ფიქრობს და ამბობს უამრავი ემიგრანტი.
“ხალხის განწყობაც შეცვლილია. 2013 წელს თუ ეშინოდათ რამის თქმა, სალომე ზურაბიშვილის არჩევნების პირველი ტური ქარელში წააგო “ოცნებამ”. მას შემდეგ კიდევ უფრო გაჭირდა ცხოვრება და კიდევ მეტმა ადამიანმა დაინახა, რომ ოლიგარქი არ უნდა იყოს სათავეში.
“ამიტომაც, ვფიქრობთ, 2020 წლის არჩევნები გადამწყვეტი იქნება.“ – ამბობს ავთო ივანიძე.
https://www.facebook.com/avto.ivanidze/videos/1800024880139639/