მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

“ველით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას”

“ჩვენი თანამშრომლობა ბევრ მიმართულებას მოიცავს, რასაც უკვე შეაქვს წვლილი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს, უზრუნველყოს კეთილდღეობა ქვეყნის ყველა რეგიონში.” ამის შესახებ, აშშ–ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ელჩის განცხადებით, მინისტრთან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა.

მისივე თქმით, არსებობს საკმაოდ ფართო და მოცულობითი პროგრამები ენერგეტიკის, მცირე და საშუალო წარმოების, სოფლის მეურნეობის და საზღვაო სექტორის მიმართულებით.

”ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მინისტრთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ველით ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას საქართველოში მეტი ამერიკული ინვესტიციების მოსაზიდად.” – განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩის კომენტარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button