მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ნოდარ მელაძე სუს-ში დაიბარეს

„ტვ პირველის“ მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობის საქმეზე სუს-ში დაიბარეს.

ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი დააკავა. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ბოკოვი გიორგი გაბუნიას ლიკვიდირებას გეგმავდა. გვარამიას განცხადების შემდეგ, სუს-მა ოფიციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქე განზრახ დაგეგმილი მკვლელობის ბრალდებით აიყვანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button