fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მაშველებმა ზღვაში კაცის ცხედარი იპოვეს

75
Share Button

ბათუმში მაშველებმა ზღვაში გაუჩინარებული კაცის ცხედარი იპოვეს. მას ექსპერტიზა ჩაუტარდება.

საძიებო სამუშაოებში, რომელიც ორი დღე მიმდინარეობდა, სამი მყვინთავი იყო ჩართული. ასევე, ხდებოდა წყლის ზედაპირის მონიტორინგი.

ახლობლების ინფორმაციით, დაღუპული ზღვაზე მარტო იმყოფებოდა. ნაპოვნია გაუჩინარებულის პირადი ნივთები: ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი