fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“მომავლს ფერმერმა” აჭარის სოფლის მეურნეობის გეგმაზე ონლაინ შეხვედრას უმასპინძლა

69

დღეს, 24 ივნისს, ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ ორგანიზებითა და ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მხარდაჭერით ჩატარდა ონლაინ შეხვედრა, სადაც განიხილეს აჭარის სოფლის მეურნეობის ექსტენციის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა.

როგორც რადიო “ციტრუსს” “მომავლის ფერმერიდან” აცნობეს, დოკუმენტი მომზადდა ქართველი და ამერიკელი ექსპერტების მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში.

“აჭარის რეგიონის ექსტენციის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები მიმდინარე წლებში იქნება: სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა, სოციალურ-ეკონომიკური საკითხები და ქალების ჩართულობა აგრობიზნესში.” – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

სამოქმედო გეგმის განხილვას დაესწრო ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის როგორც სათაო, ასევე, ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლები, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციის დეპარტამენტი, აგრო-სერვის ცენტრი, კოლეჯების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, კერძო ექსტენციონისტები, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი, ადგილობრივი ასოციაციები. ორგანიზატორების განცხადებით, პროექტში ჩართულია რეგიონის ექსტენციის ყველა საკვანძო რგოლი.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი