მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კორუფციული რისკის შემცველი პოლიტიკური შემოწირულებები

IDFI-ის კლევის მიხედვით, კომპანიებს, რომლებიც მმართველ პარტიას აფინანსებენ, შესაძლოა, ბიზნეს ინტერესები ჰქონდეთ. ასეთ კომპანიებს შორის დასახელებულია “არემჯი გოლდის” თანამშრომელთა, ასევე “ლილო-მოლის” დამფუძნებელთა შემოწირულობები.

კვლევაში ასევე საუბარია შემთხვევებზე, როცა თანხის შეწირვის შემდეგ კომპანიები იგებენ ტენდერებს და ამ გზით, ფაქტობრივად, უკან იბრუნებენ გაცემულ თანხას, ან სარგებლობენ სხვა სახის შეღავათებითა და პრივილეგიებით. IDFI მოუწოდებს აუდიტის სამსახურს, გააძლიეროს მონიტორინგი და გამოავლინოს შესაძლო დარღვევების ფაქტები.

“კომპანიები, რომლებიც მმართველ პარტიას აფინანსებენ, შესაძლოა იგებდნენ დიდი რაოდენობის ტენდერებს და ამ გზით, ფაქტობრივად, უკან იბრუნებდნენ გაცემულ თანხებს, ან სარგებლობდნენ სხვა სახის შეღავათებითა თუ პრივილეგიებით. ამასთან, კომპანიები ხშირად, სხვადასხვა გზებით გვერდს უვლიან კანონით დადგენილ ლიმიტებს და მმართველ პარტიას იმაზე ბევრად მეტით აფინანსებენ, ვიდრე ეს დაშვებულია.

“ვთვლით, რომ აუცილებელია აუდიტის სამსახურმა გააძლიეროს მონიტორინგის ფუნქცია, დროულად გამოავლინოს შესაძლო დარღვევების ფაქტები, მოითხოვოს შესაბამისი დასაბუთებები და დააკისროს ჯარიმა დამრღვევ სუბიექტებს. წინამდებარე კვლევის შედეგად გამოვლენილი ფაქტების საფუძველზე, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს როგორც ს.ს. “აკურას” შესყიდვების ეფექტიანობით, ასევე RMG Gold-ის თანამშრომლების მიერ განხორციელებული შემოწირულებების კანონიერებით.” – ნათქვამია IDFI-ის კვლევაში.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button