მსოფლიოსიახლეები

“ადამიანის უფლებები უნივერსალურია.”

მოსკოვში აშშ-ს საელჩომ შენობის ფასადზე ლგბტ დროშა გადმოფინა. დროშის ფოტო საელჩომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“ლგბტ უფლებები ადამიანის უფლებებია. ადამიანის უფლებები უნივერსალურია. სიამაყის თვის მიზანია ხაზი გაუსვას, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს, სიძულვილისგან, დევნისგან და ცრურწმენებისგან თავისუფალი ცხოვრებით იცხოვროს.” — წერია საელჩოს განცხადებაში.

https://www.facebook.com/russia.usembassy/photos/a.109928132395558/3023370617717947/

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ამერიკის საელჩო კრემლის ფანჯრებიდან არ ჩანს. მისივე თქმით, დროშას საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა მიაქციოს ყურადღება.

“არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ნებისმიერი პროპაგანდა ჩვენს ქვეყანაში კანონით აკრძალულია.” — აღნიშნა პესკოვმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button