მნიშვნელოვანისიახლეები

“მედიამ ტყუილზე თქვას უარი”; “ცოტა შუბლზე ხელი მოისვით”

“სახალხო დამცველისთვის ნუთუ რთულია იმის მოწოდება, რომ მედიამ ტყუილზე თქვას უარი და სიმართლე ისაუბროს.” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა სახალხო დამცველის ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ფეიკ ნიუსების“ წინააღმდეგ მსოფლიო ლიდერებიც გამოვიდნენ.

„დონალდ ტრამპმა პირდაპირ განაცხადა, რომ ფეიკ ნიუსი არის ხალხის მტერი. ჰილარი კლინტონმა ღიად დააანონსა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ბრიტანული მედია გიგანტი BBC უძღვნის გადაცემათა ციკლს ფეიკ ნიუსს, სადაც პირდაპირ არის საუბარი იმაზე, თუ როგორ გავარჩიოთ ტყუილი სიმართლისგან და ის, რომ ფეიკი და ტყუილი ანგრევს საზოგადოების ცნობიერებას. ბევრი კითხვა იქნა დასმული თქვენს მიმართ და შესაძლოა, ჩემი კითხვის შინაარსში კარგად ვერ გაერკვიეთ. მე თქვენთვის არც ერთი საჯარო მოხელის დაცვა არ მითხოვია, მე გითხარით, რომ ბავშვები და ექიმები არიან მსხვერპლი ფეიკ ნიუსების და ტყუილების. ნუთუ ასეთი რთულია საქართველოს სახალხო დამცველისთვის ამ მაღალი ტრიბუნიდან იმის აღიარება და თქმა, რომ ფეიკი, ეს არის საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისთვის შემაფერხებელი ფაქტორი და თუნდაც იმის მოწოდება ყველა მედია საშუალებისთვის, რომ ტყუილზე თქვან უარი და სიმართლე ისაუბრონ.” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.​

„დავით მათიკაშვილს თუ უნდა როგორ უნდა დაიცვას თავი „ფეიკ ნიუსებისგან”, ვუთხრათ: აი, „იმედზე“ გადართეთ და იქ მოძებნეთ გია აბაშიძე, ერთ-ერთი საოცარი მეზღაპრე წინასწარმეტყველი, რომელიც ამ ყალბ ამბებს ისეთი საოცარი რომანტიულობით გვიყვებოდა, ვაკის პარკში რომ დასეირნობდა და იქ რაღაცეებს რომ უყვებოდნენ ხოლმე. გია აბაშიძე მე „ქართული ოცნების“ შტაბში რომ მყავს ნანახი ჩემი თვალით, „იმედის“ წამყვანად როგორ გიყვებათ ნამდვილ ამბებს? ის მოიკითხეთ და მერე ერთმანეთთან გაარკვიეთ ეგ ამბები. საერთოდ, რაღაცას რომ ამბობთ, ცოტა შუბლზე ხელი მოისვით, შუბლის ძარღვი საერთოდ გაქვთ თუ არა.” – მიმართა მათიკაშვილს “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button