მსოფლიოსიახლეები

“ჯონ ბოლტონი გიჟია, მას არასდროს გაუღიმია”

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყოფილ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონს გიჟს უწოდებს და აცხადებს, რომ ერთადერთი, რაც ბოლტონს სურს, „ხალხის დაბომბვაა.“

„ის გიჟია. თავის საქმე კარგად არ აკეთებდა, არ იყო ჭკვიანი, არც გამჭრიახი.“- განაცხადა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, ბოლტონი გაღიმებული არასდროს უნახავს.

„ვფიქრობ, ერთადერთი კაცია, რომელსაც შევხედრილვარ და გაღიმებული არასდროს მინახავს. ერთხელ ვკითხე: „ჯონ, როდესმე იღიმი?“ – აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრამპსა და ჯონ ბოლტონს შორის ურთიერთობების დაძაბვა ბოლტონის ახალმა წიგნმა, – „ოთახი, სადაც ეს მოხდა – თეთრი სახლის მემუარები“ გამოიწვია. წიგნში ბოლტონი თეთრ სახლში მუშაობის პერიოდს აღწერს და დონალდ ტრამპს უამრავ საკითხთან დაკავშირებით აკრიტიკებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button