fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

აშშ-მა ჩინეთის ოფიციალურ პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა

101

ჰონგ-კონგის ავტონომიის შელახვის გამო, აშშ-მა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ოფიციალურ პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.

„დღეს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას ვაცხადებ. აღნიშნული შეზღუდვები იმ პირებს შეეხება, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჰონგ-კონგის ავტონომიისა და ჰონგ-კონგის ადამიანის უფლებების შელახვაზე.” – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

აღსანიშნავია, რომ მაიკ პომპეოს არ დაუზუსტებია თუ კონკრეტულად რომელ პირებს შეეხებათ სავიზო შეზღუდვები.

30 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა თავის ადმინისტრაციას იმ გამონაკლისების გაუქმება დაავალა, რომლებიც ჰონგ-კონგთან მიმართებაში განსაკუთრებულ მიდგომას უზრუნველყოფდნენ.

დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ჩინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ჰონგ-კონგის უსაფრთხოების შესახებ ახალ კანონს, რომლის თანახმად, ავტონომიის ტერიტორიაზე პეკინისადმი დაუმორჩილებლობა დანაშაულად ითვლება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი