fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალი წაუყენეს

109
Share Button

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ მორაგბეს, არჩილ გაგნიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. როგორც თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ სპორტსმენის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ განაცხადა, არჩილ გაგნიძე ბრალს არ აღიარებს.

“ის არ ეთანხმება დადგენილებაში მითითებულ გარემოებებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჩავიდა მცხეთაში, თუმცა, სულ სხვა მიზნით. მას არც ერთ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია. რაც შეეხება ამირხანაშვილს, მას თბილისში წამოყვანა შესთავაზეს და დიდუბეში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ჩამოსვეს.” – აცხადებს ნემსიწვერიძე.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლის ,,ბ“ და ”გ“ ქვეპუნქტებით დაკავებული არიან: ს.ჩ., ს.გ. და ი.წ.; სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით დაკავებული არიან: ნ.ც., ლ.შ., გ.მ. და გ.ტ.; სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაკავებულია ვ.ჩ; სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკავებული არიან: ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და ნ.ჟ.; 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით კი დაკავებული არიან: ვ.მ., ა.ქ., ა.გ., ნ.რ. და ზ.ხ.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი