მსოფლიოსიახლეები

“არის თუ არა ჭადრაკი რასისტული თამაში?”

ავსტრალიური სამაუწყებლო კორპორაცია ABC-ის სიდნეის რადიოსადგურმა წამოჭრა საკითხი, არის თუ არა ჭადრაკი რასისტული თამაში, რადგან როგორც მოგეხსენებათ, პირველ სვლას თეთრი ფიგურებით აკეთებენ და არა შავით. ამ ყველაფერმა საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.

თემასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ლეგენდარულმა გარი კასპაროვმა და ყოფილმა ავსტრალიელმა მოჭადრაკე ჯონ ადამსმა იმსჯელეს.

„თუ თქვენ თვლით, რომ ჭადრაკი რასისტული თამაშია და ამით წუხდებით, მაშინ გთხოვთ, ის არ ითამაშოთ. აიღეთ და გო ითამაშეთ, იქ შავები იწყებენ. უმჯობესია ასე მოიქცეთ, ვიდრე სულელებად გამოჩნდეთ და თან ამ „გამოძიებაზე“ ხალხის ფული ხარჯოთ.” – ამბობს 57 წლის კასპაროვი.

„მათ (ABC) მიაჩნიათ, რომ ჭადრაკი რასისტული სახეობაა, რადგან თამაშს თეთრი ფიგურებით იწყებენ.

“გადასახადების გადამხდელების მიერ დაფინანსებული ეროვნული მაუწყებელი მარქსისტული იდეოლოგიური ჩარჩოებიდან უყურებს ყველაფერს. ისინი მთელ ავსტრალიაში ცდილობენ, რომ იდელოგიური ჩარჩოები შეცვალონ. კორონავირუსმა უდიდესი დრამა გამოიწვია, ABC კი, ყურადღებას არარელევანტურ თემებზე ამახვილებს.” – ამბობს ადამსი.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი გაუგებარი და რადიკალური იდეები აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ გააქტიურდა. მაგალითად, Black lives matter-ის ერთ ერთი წამყვანი ამერიკელი მემარცხენე აქტივისტი და მწერალი შაუნ კინგი თვლის, რომ თეთრკანიანი იესოს ქანდაკებებიც უნდა ჩამოიხსნას, რადგან ეს თეთრკანიანთა უპირატესობის ერთ-ერთი ფორმაა და რასისტულ პროპაგანდას წარმოადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button