fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“ღორობას არა აქვს საზღვარიო”

291
Share Button

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ფეისბუქში სტატუსს აქვეყნებს, ავიაბილეთების ფოტოსურათებთან ერთად და ქართული ავიაკომპანიის სერვისის არაადეკვატურად მაღალ ფასზე მიუთითებს. სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“კარგად დააკვირდით ამ ორ ფოტოს, ერთი არის გაიაშვილის ჯორჯიან აირვაისის ბილეთის ფასი ვენა-თბილისის რეისზე ერთი გზა..303 ევრო
ხოლო მეორე, ცნობილი ფრანგული ავიაკომპანია “air france”-ს (ერთ ერთი ყველაზე დაზარალებული ავიკომპანიის კორონავირუსის გამო) ბილეთი პარიზი- ტორონტო (კანადა) – 403 ევრო.. ორი გზა.
მდააა, ამაზეა ნათქვამი, ღორობას არა აქვს საზღვარიო. ესეც თქვენი ქართული ბიზნესი, გაიაშვილისებურად
მსოფლიოში ფინანსურად ერთ ერთი ყველაზე დაზარალებული კომპანია ბილეთს არც მეტი არც ნაკლები კანადამდე ყიდის 403 ევროდ, მაშინ როცა გაიაშვილი ვენიდან თბილსში ერთ გზა ბილეთს 303 ევროდ..
რა ქვია ახლა ამას რააა?” – წერს გიორგი ფოფხაძე.

 

გიორგი ფოფხაძეს კომენტარებში სხვა ფეისბუქ-მომხმარებელიც გამოეხმაურა, რომელმაც “ჯორგიან ეარვეისის” თბილისი-ამსტერდამის რეისის, უფრო მაღალფასიანი ბილეთი გამოაქვეყნა.

სხვა კომენტარის ავტორი კი, ბაზარზე ფასების რეგულირების პრინციპზე მიუთითებს და ავიაკომპანიის გამართლებას ცდილობს:

“ბატონო გიორგი ნუ აგიჟებთ ამ ისედაც გადარეულ ხალხს. სხვამ თუ არა თქვენ მაინც იცით რა კომპონენტისგან შედგება თვითმფრინავის ბილეთი. თვითმფრინავი – რაც უფრო დიდია თვითმფრინავი მით უფრო იაფია ერთეული მგზავრის გადაყვანა. ხაზის დატვირთულობა – რაც უფრო დატვირთულია ხაზი მით უფრო იაფია ბილეთი. აეროპორტის მოსაკრებელი, აეროპორტის მომსახურება, საწვავის ფასი, საჰაერო კორიდორით სარგებლობის ფასი და ა.შ. ყველა ეს პარამეტრი შეადარეთ ერთმანეთს. გერმანიაში ბანკები კრედიტს იძლევიან 1-3% ჩვენთან 20% თქვენი ლოგიკით რა გამოდის?” – წერს ზაზა მღებრიშვილი.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი