fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

პაკისტანში ტერორისტულ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

55
Share Button

პაკისტანში, კარაჩიში ოთხი ადამიანი საფონდო ბირჟას თავს დაესხა. პოლიციის განცხადებით, მეამბოხებმა დაცვის თანამშრომლებს ხელყუმბარები ესროლეს, შემდეგ კი, დაცვის სამსახურის ოფისს იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა დაცვის ორი თანამშრომელი და ერთი პოლიციელი. დაშავდა შვიდი ადამიანი. დაცვის სამსახურმა ოთხივე თავდამსხმელის მოკვლა მოახერხა.

თავდამსხმელები სეპარატისტი მეამბოხეები იყვნენ ბელუჯისტანის პროვინციიდან. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო ტერსტულმა ორგანიზაციამ “ბელუჯების გამათავისუფლებელი არმია”.

სეპარატისტები რესურსებით მდიდარ ბელუჯისტანში წლებია იბრძვიან. მათი აზრით, პაკისტანის სხვა პროვინციები ბელუჯისტანის მინერალური რესურსების ექსპლუატაციას ეწევიან.

“ბელუჯების გამათავისუფლებელმა არმიამ” ასევე პასუხისმგებლობა აიღო 2018 წელს კარაჩიში ჩინეთის საკუნსულოზე მომხდარ თავდასხმაზე.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი