მსოფლიოსიახლეები

“იესო ქრისტე თეთრკანიანი არ ყოფილა”

ინგლისელმა ეპისკოპოსმა ჯასტინ ველბიმ, იესო ქრისტეს კანის ფერთან დაკავშირებით, ტვიტერის საკუთარ გვერდზე სენსაციური განცხადება გააკეთა, რასაც საზოგადოების კონსერვატიული ნაწილისგან ბრიტანეთში, ევროპასა და აშშ-ში აღშფოთება მოჰყვა.

„აუცილებელია გვახსოვდეს, რომ რადგან იესო ახლო აღმოსავლეთიდან იყო, იგი თეთრკანიანი არ ყოფილა. ღმერთი, რომელსაც ჩვენ ვადიდებთ იესოს სახელით, უნივერსალურია და იმედი, რომელსაც იგი ჩვენ გვისახავს, ძალზე კარგია ყველა ჩვენგანისთვის.

“აქ არის ქრისტეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო ნახატი.“ – წერს სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ბრიტანელი სასულიერო პირი და აქვეყნებს შავკანიანი იესოს ნახატს.

მსგავსი პოსტები

Back to top button