მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ქართული ოცნების” დეპუტატის სასახლე ბაგებში

ეს არის “ქართული ოცნების” დეპუტატის, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის, ოთარ დანელიას სახლი, რომელიც ბაგების ერთერთ ყველაზე გამწვანებულ ზოლში, სატყეო უბანში მდებარეობს.

ინფორმაციას, თბილისის მერიის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, presa.ge ავრცელებს.

„მიწის ნაკვეთი ხასიათდება სწორი და ციცაბო რელიეფით. სახლი შედგება 2 მიწისზედა და ერთი მიწისქვეშა სართულისგან. აქვს ბრტყელი გადახურვა. შენობის მზიდი ელემენტები არის რკინა/ბეტონის კოლონები და კედლები. შემავსებლად გამოიყენება 20 სმ სიგანის პერლიტის ბლოკი. გარედან დაფარულია თბოიზოლაციით. მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვით და კომპოზიტ-პანელებით.

“მიწისქვეშა სართული სამხრეთის მხარეს არის გახსნილი, ქანობიდან გამომდინარე.

“ცალკე მდებარეობს ღია აუზი, რომლის ქვეშ განთავსებულია ტექნიკური ფართები.“ – ეს არის ამონარიდი ოფიციალური დოკუმენტიდან, რომლითაც ოთარ დანელიას ნდობით აღჭურვილი პირი, ვლადიმერ აბრამიშვილი თბილისის არქიტექტურის სამსახურს მიმართავს.

დანელია ასევე ფლობს 1 492 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ბაგების სატყეო უბანში. სწორედ ამ ნაკვეთზეა აშენებული თანამედროვე სტილის უძვირესი სასახლე, რომელიც კვალიფიციურ ექსპერტთა შეფასებით, მისი მასშტაბისა და გამოყენებული მასალის გათვალიწინებით, საშუალოდ, 500 ათასი დოლარი ანუ დღევანდელი კურსით, მილიონ ნახევარი ლარი დაჯდებოდა.

სასახლის პროექტის მიხედვით, მისი მშენებლობისას, ბუნებრივი ქვისა და კომპოზიტური პანელის გარდა, გამოყენებულია ალუმინის ვიტრაჟები, თბოიზოლაციისათვის განკუთვნილი მასალები და ძვირადღირებული ხე.

მსგავსი პოსტები

Back to top button