ბრაზილიური “პალმეირასის” ფეხბურთელი დუდუ, რომელიც ერთ დროს კიევის “დინამოშიც” თამაშობდა, ყოფილმა ცოლმა მეგობრების თანდასწრებით სცემა.
ფეხბურთელის ყოფილმა მეუღლე მალა ოჰანამ სარჩელი დუდუს წინააღმდეგ შეიტანა, თუმცა არც ქმრის მოქმედებამ დააყოვნა. საპასუხოდ, დუდუმ ვიდეოკადრები წარმოადგინა და ყოფილ ცოლს იქით უჩივლა.
ქალბატონის დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ეს დამონტაჟებული კადრებია და მანქანაში სულ სხვა რამ ხდებოდა. ადვოკატის განცხადებით, დუდუ მალას სცემდა, მეგობრები კი, არ აშველებდნენ. თუმცა, კადრებში ჩანს, თუ როგორ ჩაარტყა რამდენჯერმე ქალმა ფეხბურთელს…
დუდუ და მალა 11 წლის განმავლობაში იყვნენ დაქორწინებული. წყვილს ორი შვილიც ჰყავს.