მსოფლიოსიახლეები

პუტინს საშუალება ეძლევა, რუსეთი 2036 წლამდე მართოს

რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე გამართული რეფერენდუმის ხმათა თითქმის 100% დათვლილია. ბოლო მონაცემებით, ცვლილებებს მხარი 77,93%-მა დაუჭირა, წინააღმდეგი კი, 21,26% წავიდა.

ცვლილებები ვლადიმირ პუტინს საპრეზიდენტო ვადებს უნულებს 2024 წლისთვის, რაც საშუალებას მისცემს, კიდევ ორი ვადით, – 2036 წლამდე დარჩეს ხელისუფლებაში.

ხმის მიცემა 1 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. კრიტიკოსები პროცესში უამრავ დარღვევაზე მიუთითებდნენ. კონსტიტუციის ახალი ვერსიები კი, წიგნის მაღაზიებში ცვლილებების მიღებამდე გამოჩნდა.

საკონსტიტუციო ცვლილებები მრავალმხრივია. ის ორასამდე კომპონენტს მოიცავს, რაც პუტინის თქმით, “ქვეყნის სტაბილურობისთვისაა” საჭირო. რეფერენდუმი ფორმალურად, ცვლილებების ლეგიტიმაციის საბაბით ჩატარდა.

67 წლის პუტინი, უკვე 20 წელზე მეტია, სხვადასხვა ფორმით, რუსეთის ფედერაციის ხელისუფალია.

მსგავსი პოსტები

Back to top button