რეგიონისაქართველოსიახლეებისპორტი

პირველი გოლი ბათუმის ახალ სტადიონზე

ბათუმში ახალი სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია.

ულამაზეს სტადიონზე პირველი გოლი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის სტადიონი UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. პროექტის მიხედვით, სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული და მას რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიისთვის, ავტობუსებისთის, სპორტსმენებისა და VIP სტუმრებისთვის. სტადიონის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 1 200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.

მას სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით ახორციელებს. მშენებლობისთვის, 117 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

https://www.facebook.com/113662876857614/videos/301931020857312/

მსგავსი პოსტები

Back to top button