fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

110 მაშველი, 2 ვერტმფრენი და 7 ერთეული ტექნიკა ხაიშთან

115
Share Button

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში იუწყებიან, ცეცხლის ქრობის პროცესში სულ 110 მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკაა ჩართული.

მათივე ცნობით, ტერიტორიაზე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი აგრძელებს მუშაობას.

„ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ართულებს ძლიერი სიცხე და რელიეფი.

“შესაბამისად, ადგილზე მობილიზდა დამატებითი ძალები. სვანეთში იმყოფებიან მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობები სხვადასხვა რეგიონებიდან 80 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით.

“ასევე, ადგილზე მუშაობს დამატებით 5 სახანძრო-სამაშველო ავტოცისტერნა და 2 – 10 ტონიანი წყალმზიდი. სულ პროცესში ჩართულია 110 მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ტერიტორიაზე მუშაობას აგრძელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზაღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი.” – აცხადებენ უწყებაში.

სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში ხანძარი 5 ივლისს გაჩნდა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი