მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“მდუმარე დეპუტატების” “ჯანყი” პარლამენტში

“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, “აჯანყებული მაჟორიტარების” უმრავლესობა “მდუმარე დეპუტატები” არიან, რომლებსაც პარლამენტში ერთხელაც არ ჩაურთავთ მიკროფონი. 

2019 წლის ზაფხულში, მასშტაბური სამოქალაქო პროტესტისა და პროპორციული სისტემის მოთხოვნის ფონზე, გაიცა საარჩევნო მოდელის ცვლილების დაპირება. ამ დაპირებას მაშინვე მხარი დაუჭირეს მაჟორიტარმა დეპუტატებმაც.

თუმცა, 2019 წლის შემოდგომაზე პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატები არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების წინააღმდეგნი იყვნენ. ამ მოვლენას “მაჟორიტარების ჯანყი” დაერქვა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისთვის ირონიულ შინაარსს ატარებდა. პოლიტიკური და სამოქალაქო აქტორებისთვის არ იყო დამაჯერებელი მაჟორიტარი დეპუტატების წინააღმდეგობა მათ პარტიასთან და პარტიის ხელმძღვანელთან, ბიძინა ივანიშვილთან.

6 თვის შემდეგ, მაჟორიტარმა დეპუტატებმა კვლავ შეიცვალეს აზრი და ამჯერად, მხარი დაუჭირეს საარჩევნო სისტემის ცვლილებებს. საქართველოს პარლამენტში ასეთი 37 დეპუტატია:

ენზელ მკოიანი, დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი აბუსერიძე, ირაკლი დაჩი ბერაია, ანზორ ბოლქვაძე, გოგა გულორდავა, გოჩა ენუქიძე, მუხრან ვახტანგაძე, ცოტნე ზურაბიანი, ედიშერ თოლორაია, შალვა კიკანველიძე, კობა კობალაძე, გიორგი კოპაძე, კობა ლურსმანაშვილი, სამველ მანუკიანი, იოსებ მაკრახიძე, გურამ მაჭარაშვილი, სულხან მახათაძე, ირაკლი მეზურნიშვილი, გოგი მეშველიანი, სავალან მირზოევი, რომან მუჩიაშვილი, დიმიტრი მხეიძე, პაატა მხეიძე, თამაზ ნავერიანი, რუსლან პოღოსიანი, დავით სონღულაშცილი, მერაბ ქვარაია, მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი შიოლაშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, ნინო წილოსანი, შოთა ხაბარელი, ლერი ხაბელოვი, ირაკლი ხახუბია, თენგიზ ხუბულური, ვიქტორ ჯაფარიძე.

მათი დიდი ნაწილი “მდუმარე დეპუტატების” სახელითაცაა ცნობილი. წლების განმავლობაში, მათ პარლამენტში სიტყვა არ წარმოუთქვამთ, არ გამოუყენებიათ პოლიტიკური განცხადებების უფლება და არც ფრაქციებისთვის გათვალისწინებული დრო, არ დაუსვამთ კითხვა. მიკროფონი საერთოდ არ ჩაურთავთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button