Microsoft- მა და Zoom–მა ჩინეთში მათი პროდუქტის მიწოდებაზე უარი განაცხადეს. მიზეზი 30 ივნისს ჩინეთის მიერ, ჰონგ-კონგთან დაკავშირებით მიღებული კანონი გახდა.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
Microsoft-ის და Zoom–ის გარდა, მიღებულ კანონს გაემიჯნა Facebook, Google, Twitter და Chat app Telegram-იც. თუმცა, მათი მიწოდება ჩინეთში, უკვე წლებია აკრძალულია.
ასევე, დღის ბოლომდე ჩინეთის ინტერნეტ სივრცის დატოვება გადაწყვეტილი აქვს ჩინურ აპლიკაცია TikToK-საც.