Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“200 წელი [რუსული] არმია იცავდა მათ”

244

7 ივლისს, უმსხვილეს რუსულ სპორტულ პორტალ championat.com-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარი იყო ქართველი გულშემატკივრის განწყობაზე თორნიკე შენგელიას ცსკა-ში სავარაუდო გადასვლაზე.

“ჩემპიონატს” sportall.ge-ს მომხმარებელთა კომენტარების ძირითადი აზრიც ჰქონდა გადმოცემული. სტატიის ავტორმა კომენტარების ანალიზზე გამოიტანა შემდეგი დასკვნა, რომ უმრავლესობის განწყობა შენგელიას ცსკა-ში გადასვლის შესახებ უარყოფითია. ასევე, ხაზი იყო გასმული, რომ ქართველებში ცსკა არმიულ გუნდთან ასოცირდება.

საინტერესოა, რას ფიქრობენ რუსი გულშემატკივრები ამ ყველაფერზე. დადებითი განწყობა იქაც ცოტაა.

ისევე, როგორც “სპორტალზე”, “ჩემპიონატზეც” შეიძლება კომენტარების მოწონება ან არმოწონება. ყველაზე მეტი მოწონების მქონე კომენტარი კი, ასეთია:

“200 წელი ეს არმია იცავდა მათ. მის გარეშე ახლა ირანელებს ან თურქებს უნდა უცვივდებოდნენ მუხლებში”.

ერთ-ერთმა მომხმარებელმა კითხვაც დასვა და პასუხიც მალევე მიიღო:

” – რუსეთში ხომ ქართველებიც ცხოვრობენ, რესტორნების მფლობელები და ასე შემდეგ. იმათზე რა ხდება?
“- ისინი რუსები არიან. თორნიკე კი საქართველოს მოქალაქეა. ამიტომ ეწვით.”

“ყველაზე სასაცილო ისაა, რომ საქართველომ თავად დაიწყო კონფლიქტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში… ისე, მაშინ ჩვენმა არმიამაც გადააჭარბა. მათი მიზანი იყო სამხრეთ ოსეთის გაწმენდა საქართველოს ჯარისგან, ჩვენები კი ისეთ აზარტში შევიდნენ, კინაღამ თბილისიც აიღეს.”

“ძალიანაც კი არ გვჭირდება, თანაც მსუბუქად არაადეკვატურია.”

“მახსოვს, როცა არმიელებს ხვდებოდა ბასკონია, თორნიკე არასპორტული აგრესიით გამოირჩეოდა.”

“ამერიკაში უამრავი რუსი ჰოკეისტი თამაშობს – მაგრამ მათ არავინ ლანძღავს. რუსი ფეხბურთელი “შახტარში” ან კიევის “დინამოში” რომ გადავიდეს, უმრავლესობა წარმატებას უსურვებს.”

აღსანიშნავია, რომ ცსკა-ს გულშემატკივრები შენგელიას გადასვლას მეგა-ტრანსფერს უწოდებენ და ბედნიერები არიან.

“სუპერ შენაძენი იქნება. მან აჩვენა, რომ მიროტიჩზე უკეთესია.”

“მიხარია თოკოს ტრანსფერი. ქართველი თავის მენტალიტეტით ლიდერია და თამაშის დროს 100%-ით იხარჯება.”

მთლიანობაში, გულშემატკივრის უმრავლესობა თოკოს გადასვლას მიესალმება და დადებითად უყურებს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი