მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“რატომ შეიწირეს 27 წლის ბიჭის სიცოცხლე?”

თბილისში გარდაცვლილი, ზუგდიდელი 27 წლის ვახტანგ გულუას ოჯახი ეჭვობს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ჯერ გაგუდეს და შემდეგ სიმაღლიდან გადმოაგდეს. ოჯახს არ სჯერა გამოძიების ვერსიის, რომ მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა, რადგან სხეულზე მრავლობითი დაზიანების კვალი ეტყობა.

გარდაცვლილის ნათესავმა, ირინა გულუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოძიების ვერსიით, მამაკაცი მეგობართან სახლში მიდიოდა და მეოთხე სართულის ბინაში შესვლა სახურავიდან სცადა, რა დროსაც მოხდა უბედური შემთხვევა.

ოჯახი ობიექტურ გამოძიებას და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას ითხოვს:

„ცხედარს ძალადობის კვალი აშკარად ეტყობა კისერზე და ხელებზე. თუ ასე აწუხებდათ, ეთქვათ ან გამოეძახებინათ პოლიციისთვის. რაღაცნაირად გაეფრთხილებინათ, რომ არ მისულიყო. გამოძიების თქმით, ის ასულია სახურავზე და ჩამოვარდა… 1 საათში არის მისული სახანძრო და გადარეცხეს ყველანაირი კვალი. ჩვენ მოვითხოვთ დამოუკიდებელ ექსპერტიზას და ობიექტურ გამოძიებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იყო რაღაც დაპირისპირება.

“მას ემუქრებოდნენ. რატომ ურჩევნდნენ საქმეს თუ შესაძლებელი იყო დაერეკათ პოლიციისთვის? რატომ შეიწირეს ახალგაზრდა, 27 წლის ბიჭის სიცოცხლე? ხომ შეეძლოთ, რომ სხვანაირად მოქცეულიყვნენ?!“ – ამბობს გარდაცვლილის ნათესავი.

შემთხვევა თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე, 6 ივლისს მოხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button