მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

საკრებულოს წევრი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს

პოლიციამ ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თელავის საკრებულოს დეპუტატი მიხეილ გრემელაშვილი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1980 წელს დაბადებული მ. გ. თავის სახელზე რეგისტრირებული, „ტეტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე. სამართალდამცველებმა, მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაცია გრემელაშვილის მიერ შვილებზე ძალადობის შესახებ, მისმა ნათესავმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. პოსტში ნათქვამია, რომ „ცოლ-შვილის ცემა, ძალადობა და იარაღით დევნა და სროლა მისი მხრიდან წლებია უკვე გრძელდება“.

დაკავებამდე, გრემელაშვილი მის შესახებ დაწერილ პოსტს გამოეხმაურა. „მოგესალმებით მეგობრებო. მოკრძალებით გთხოვთ, მიუტევოთ ჩემს ნაც დაიკოს რომ სულმთლად გაგიჟდა. ძალიან მიყვარს მაინც და მის მაგივრად მე გიხდით ბოდიშს.” – დაწერა მან.

https://www.facebook.com/mixeil.gremelashvili/posts/2991589954292280

მიხეილ გრემელაშვილი, 2017 წლიდან, თელავის საკრებულოში „ქართული ოცნების” დეპუტატია.

მსგავსი პოსტები

Back to top button