კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“[დაზიანებები] სიკვდილის ფაქტთან კავშირში არ იმყოფება“

ექსპერტიზის დასკვნით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები, ხარისხის განსაზღვრისას, იზოლირებულად აღებული, ატარებს სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს და „დამდგარ სიკვდილის ფაქტთან უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება“.

როგორც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, დაზიანებები სიცოცხლისდროიდნელია, განვითარებულია სიკვიდლის წინა ახლო პერიოდში.

ამასთან, დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „გიორგი შაქარაშვილის გვამზე კანის ზედაპირულად აშრევებული უბნები და მარჯვენა წინამხრის დეფექტი სისხლჩაქცევების გარეშე განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილის შემდგომ პერიოდში“.

როგორც დასკვნაში წერია, გვამს გამოკვლევით რაიმე სახის ჭრილობა არ აღენიშნება.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ, ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

საქმეზე დაკავებულია 17 პირი, რომელთაც წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button