fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

საპროტესტო აქციის მონაწილეები სერბეთის პარლამენტში შეიჭრნენ

75
Share Button

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტში შეიჭრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის საწინააღმდეგო პროტესტები რამდენიმე დღის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც ვუჩიჩმა კომენდანტის საათის დაწესება დააანონსა. ორდღიანი პროტესტის შემდეგ, პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება შეცვლა, თუმცა საპროტესტო აქციები ამით არ ამოიწურა.

10 ივლისის საღამოს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები და ბოთლები დაუშინეს, რის შემდეგაც პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა. დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტში შეჭრა მაინც შეძლო. აქციის შედეგად, 70-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. დაშავებული არიან როგორც სამართალდამცველები და დემონსტრანტები, ასევე ჟურნალისტები.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი