კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სიყალბე შაქარაშვილის მკვლელობის გამოძიებაში

“პირველს ფოტოგრაფმა დაურეკა სწორედ ნინო გიორგობიანს და ეს ზარი საქმის მასალებიდან გამქრალია.” – ამის შესახებ “ქრონიკა +” რედაქტორმა ელისო კილაძემ თავის ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

მისივე თქმით, გიორგობიანი ფეხბურთელ გიორგი შქარაშვილის მკლელობის საქეში, რასაც ჩადის, არის სისხლის სამართლის დანაშაული და მის პასუხისგებას ითხოვს.

“შაქარაზე წერა დავიწყე თუ არა, პირველი ვინც დამირეკა იყო, არც მეტი არც ნაკლები ნინო გიორგობიანი!
მერე მიაწერინა ახლობელ ჟურნალისტს, მერე მომწერა თავად – უშედეგოდ!
ბოლოს მან ჩემთან 2014 წელს დარეკა თამაზაშვილზე დაწერილი მასალის გამო! (მას მერე კონტაქტი არ გვქონია)
იმის მიუხედავად, რომ ყველაფერი ვიცი მის წვლილზე ჩემი შვილის დაჭერის და “ქრონიკა+”-დან ჟურნალისტების წაყვანის საქმეში, პერსონალურ ანგარიშსწორებაზე არასოდეს მიფიქრია!
ის რასაც ფეხბურთელის მკვლელობის საქმეში ჩადის, არის სისხლის სამართლის დანაშაული და მან პასუხი უნდა აგოს!
პირველს ფოტოგრაფმა დაურეკა სწორედ მას და ეს ზარი საქმის მასალებიდან გამქრალია!
112-ის ზარი დადგმულია!
პ.ს. 4 ივნისს გიორგობიანის ზარს არ ვუპასუხე – სქრინს დავდებ ქვემოთ !
#შაქარასარგაგიტარებ!” – წერს ელისო კილაძე.

https://www.facebook.com/eliso.kiladze/posts/3342424855807765

შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ფოტოგაფი იაკობ ბრეგვაძე შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის ნათესავია.

“მთავარი არხის” ჟურნალისტური გამოძიებით კი, ირკვევა, რომ იაკობ ბრეგვაძის ჩვენებების გარდა, უზუსტობებია შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებშიც. მაგალითად, სატელეფონო ზარი, რომლის მიხედვითაც იაკობ ბრეგვაძემ პატრულის გამოძახების შეტყობინება გააუქმა, გაყალბებულია. ფაილებს, რომლებიც საქმის მასალებში დევს, მოყვება შედგენის თარიღი. ამ თარიღის შეცვლა შეუძლებელია. გაუქმების ზარი კი, ამ მონაცემების მიხედვით, 2020 წლის 30 ივნისს, 11 საათსა, 10 წუთზე და 46 წამზეა შედგენილი.

შეგახსენებთ, შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ, ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, 22 ივნისს, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button