მსოფლიოსიახლეები

რუსეთში ფრენის დროს თვითმფრინავის კაბინაში გაწვიმდა

რუსეთში ფრენის დროს თვითმფრინავის კაბინაში გაწვიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას Lad Bible ავრცელებს.

ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა და მასში ჩანს, თუ როგორ იყენებენ თვითმფრინავში მყოფი მგზავრები ქოლგებს, რათა ფრენის მიმდინარეობისას თავი „წვიმისგან“ დაიცვან.

ფრენა ხაბაროვსკიდან სოჭის მიმართულებით ხორციელდებოდა.

გავრცელებულ მონაცემებზე დაყრდნობით, უცნაური შემთხვევა ბოინგ 747-ზე კონდიცირების სისტემის გაუმართაობით იყო გამოწვეული.

აღნიშნული ინციდენტის გამო, Rossiya Airlines-მა გამოძიება დაიწყო, რომ დაზუსტებით გაირკვეს, თუ რა იყო სველი ფრენის მიზეზი.

https://www.facebook.com/InTheFlightMode/videos/582071779404781/

 

მსგავსი პოსტები

Back to top button