fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“წადი არჩევნებზე და მოიგე ტესლა!”

114
Share Button

“გირჩი” მათთვის, ვინც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, “ტესლას” ავტომობილებს გაათამაშებს. ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ გააკეთა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის წასახალისებლად, "გირჩი" მათთვის, ვინც 31 ოქტომბერს ნებისმიერ პარტიას ხმას მისცემს, "Tesla"-ს ავტომობილებს გაათამაშებს.Tesla-ს პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც "ცესკოს" ამომრჩეველთა ერთიან სიაშია რეგისტრირებული და 31 ოქტომბერს, მისთვის სასურველ პარტიას მისცემს ხმას.რა არის ამისათვის საჭირო ?- დარეგისტრირდით "გირჩის" პორტალზე (girchi.com) Tesla-ს პროექტში. – 31 ოქტომბერს წადით საარჩევნო უბანზე და მიეცით ხმა თქვენთვის სასურველ პარტიას. – იმავე დღეს, 31 ოქტომბერს ხმის მიცემის შემდეგ გადაიღეთ სელფი საარჩევნო უბანთან (ისე, რომ გამოჩნდეს უბნის ნომერი).- საარჩევნო უბნების დახურვამდე (21:00 საათამდე) გამოაქვეყნეთ ამ ფოტოს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე #მევიყავიარჩევნებზე.რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს "გირჩი" არჩევნებზე, მით მეტი იქნება საბიუჯეტო დაფინანსება, შესაბამისად მომდევნო 4 წლის განმავლობაში მეტი "Tesla"-ები გათამაშდება, მაგალითად: 50000 ხმის მიღების შემთხვევაში "გირჩი" წელიწადში 5 "Tesla"-ს, 4 წელიწადში კი, 20-ს გაათამაშებს. წადი არჩევნებზე და მოიგე "Tesla"!"გირჩი" წარმატებას გისურვებთ !

Geplaatst door გირჩი • Girchi op Maandag 13 juli 2020

ჯაფარიძემ ჟურნალისტებს გათამაშებაში მონაწილეობის პირობები გააცნო და განაცხადა, რომ ავტომობილებს იმ თანხით შეიძენენ, რომელსაც პარტიას დასაფინანსებლად სახელმწიფო ურიცხავს.

მისი თქმით, მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ცესკოს ერთიან სიაშია რეგისტრირებული და 31 ოქტომბერს მისთვის სასურველ პარტიას მისცემს ხმას. ხმის მიცემის შემდეგ კი, მონაწილეობის მიღების დასადასტურებლად, მოქალაქემ საარჩევნო უბანთან უნდა გადაიღოს სელფი და ფეისბუქის პირად გვერდზე ატვირთოს.

“გირჩი არ აპირებს, რომ გადასახადის გადამხდელებისგან აიღოს ფული. ბევრი ვიფიქრეთ, რა გვექნა ამ ფულისთვის და გადავწყვიტეთ, ის გამოგვეყენებინა არჩევნებზე მოქალაქეების მისვლის მოტივაციის გასაზრდელად. პარტიისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ფულით, შევიძენთ ავტომობილ “ტესლას”, რომელსაც გავათამაშებთ. რაც მეტ ხმას მიიღებს გირჩი, მით მეტი იქნება საბიუჯეტო დაფინანსება და მით მეტი “ტესლა” გათამაშდება.” – განაცხადა ჯაფარიძემ.

მოისმინეთ ზურაბ ჯაფარიძის ხმა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი