მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“პოლიციის უფროსმა მითხრა, ადექი და მოკალიო”

ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული ხ.ნ., 1991 წელს დაბადებული ს.ნ. და 1986 წელს დაბადებული დ.დ. ხაშურში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პირებმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, 1947 წელს დაბადებულ ა.ფ.-ს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაზარალებული და მისი ოჯახი ამტკიცებს, რომ რამდენიმე პირი, რომლებიც სავარაუდოდ, ალკოჰოლის და მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, მოხუცს გამეტებით ურტყამდა. დაზარალებულს ალში მაღაზია აქვს და ინციდენტიც სწორედ იქ მოხდა.

“ყველაფერი იმიტომ დაიწყო, რომ მე უარი ვუთხარი რამდენიმეს სიგარეტის ნისიად მიცემაზე. მერე ქვა ისროლეს მაღზიისკენ, ჩემი შვილის მანქანა ეყენა და არ მოარტყათ-თქო. ამ დროს მომცვივდნენ და მცემეს. ჯერ ერთმა დამარტყა და მერე სხვებიც მირტყამდნენ. პოლიციის უფროსმა მითხრა, ადექი და მოკალი, ხო იცი ვინებიც არიანო. სამართალი არ არის, პოლიციელები კრიმინალებს მფარველობენ.” – ამბობს მიხეილ პატარიძე.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, იგივე პირებმა გასულ წელს მაღაზია გაუტეხეს და 2 000 ლარი წაიღეს, თუმცა, საქმე ამ დრომდე გაუხსნელია.

,,ჩვენი უბნელები არიან ის ადამიანები, ვინც ჩემი მამამთილი სცემეს. ნისიად უნდოდათ 4 კოლოფი სიგარეტი, ჩემმა მამამთილმა კი, მხოლოდ ორი მისცა. ამის შემდეგ სცემეს. პირველი შემთხვევა არ არის, ადრე მაღაზიის დაწვაც სცადეს. მამამთილს დაზიანება აქვს თვალის არეში და ნეკნები სტკივა ძლიერად.” – ამბობს ნაცემი მამაკაცის რძალი.

მსგავსი პოსტები

Back to top button