მნიშვნელოვანიმსოფლიორეგიონისაქართველოსიახლეები

ზაზა გახელაძის დაკავებას სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მორგან ორტაგუსი “Twitter”-ის საკუთარ გვერდზე რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავებას ეხმაურება.

“მკაცრად ვგმობთ, რუსული ძალების მიერ, საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და გატაცებას ფაქტს. დაუყონებლივ გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ მათ. და კიდევ ერთხელ, დაჟინებით მოვითხოვთ, რუსეთმა ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს, რომელიც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით აქვს აღებული.” – წერია განცხადებაში.

სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრების, ზაზა გახელაძის დაჭრასა და მის უკანონო დაკავებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ რუსეთი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა, ასეთი სახიფათო და გაუმართლებელი ინციდენტი არ მოხდებოდა.

როდის შეძლებენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები დაჭრილი ზაზა გახელაძის მონახულებას, ეს, სავარაუდოდ, დღეს გაირკვევა. სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი ამჟამად ოკუპირებული ცხინვალის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული.

შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე 11 ივლისს რუსმა ოკუპანტებმა დაჭრეს და სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. ზაზა გახელაძე სოკოს საკრეფად იყო წასული.

მსგავსი პოსტები

Back to top button