fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

სამხრეთ კორეაში HWPL – სამშვიდობო ორგანიზაციას დახურვა ემუქრება

133
Share Button

მიმდინარე პანდემიის გამო, მას შემდეგ რაც კორონა ვირუსმა მთელი მსოფლიო მოიცვა და სამხრეთ კორეის ქალაქი დაეგუ ქვეყნის ეპიდემიის ეპიცენტრად აქია, HWPL – სამშვიდობო ორგანიზაციას დახურვა ემუქრება, რადგან ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი მანჰე ლი ასევე შინჩონჯი  სწორედ იმ ეკლესიის წინამძროლია, რომლის ლეგიტიმურობასაც კორეის ქრისტიანული საბჭო CCK (Christian Counsil of Korea) არ აღიარებს.

ორგანიზაცია სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია რომ სინამდვილეში COVID-19 გავრცელების მიზეზი ის გახდა, რომ მიმდინარე წლის თებერვალში ქალაქ დაეგუში 61 წლის ქალბატონი, რომელიც სამხრეთ კორეაში რიგით 31-ე ადამიანი ინფიცირებული ადამიანი გახლდათ,უნებლიედ დაესწრო ღვთის მსახურებას ეკლესიაში, რასაც მასობრივი ინფექციის გამოწვევა მოჰყვა.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეკლესიის მხრიდან ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოს,მრევლის წევრების სრულყოფილი სია დაგვიანებით გადაეცა, რაც გახდა იმის მიზეზი რომ სამხრეთ კორეის სახელმწიფოში, კერძოდ კორეული ეკლესიების (ქრისტიანული საბჭოს- CCk) მხრიდან დაიწყო პოლიტიკური შეტევები, რაც სახელმწიფო უწყებების მხრიდან მოქლქეების ჩაგვრასა და დევნაში გამოვლინდა.

ამ უხეში ჩარევის ფონზე კი ამ დრომდე დაკავებულნი არიან ეკლეესის რამდენიმე წევრი ასევე HWPL- წარმომადგენელი, ზოგიერთი მათგანი სამხრეთ კორააში ახლაც პატიმრობაში იმყოფება.

სხადასხვა ქვეყნის უფლებადამცველები, რელიგიური ლიდერები და პოლიტიკოსები მიმართავენ კორეის მთავრობას და სამართალდამცავ სააგენტოებს, შეწყვიტონ სასამართლო პროცესი და გამოძიება Shincheonji– სა და HWPL– ს წინააღმდეგ, ისევე როგორც მათი დისკრიმინაცია, რაც კონსტიტუციურად, ადამიანის უფლებების უხეში დარგვევაა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდებისა და სირთულეების შესახებ, რასაც ამჟამად  Shincheonji- ს და HWPL ორგანიზაციების წევრები განიცდიან, დაეგუს შინჩონჯის ეკლესიის 4.000-ზე მეტმა წევრმა, რომლებიც ინფიცირებულ იქნენ COVID-19– ით, მაგრამ ახლა სრულად გამოჯანმრთელდნენ, გადაწყვიტეს სისხლის პლაზმის შეწირვა, რათა დაეხმარონ კორონა ვირუსუსაგან განკურნების განვითარებას. სისხლის პლაზმის ღირებულება მთლიანობაში 83 მილიარდ დოლარზე მეტს აღემატება და, შესაძლოა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს COVID-19– ის ანტისხეულების წარმოებაში და ამით მსოფლიო მოსახლეობის განკურნებაში.

ამჟამად სამხრეთ კორეაში  „წითელი ჯვარი“ სისხლის პლაზმით დახმარების აქციას უწევს ორგანიზებას, რომელიც  17 ივლისამდე გაგრძელდება.

HWPL (Heavenly Culture, World Peace, Restoration of Light)  არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც ადამიანის უფლებებს დაცვასა და მსოფლიო მშვიდობის მიღწევას ემსახურება.

ორგანიზაცია კოოპერირებს გაეროს გლობალური კომუნიკაციების დეპარტამენტთან (DGC) და აქვს საკონსულტაციო სტატუსი გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში (ECOSOC)- ში.

HWPL საუკეთესოდ არის ცნობილი თავისი სამშვიდობო პროექტებით, რომელიც სცდება ეროვნულ საზღვრებს, ეთნიკურობას, იდეოლოგიებსა და რელიგიებს და მოწოდებულია დასრულდეს ყველა ომი დედამიწაზე და მსოფლიო მშვიდობია მიღწეული იქმნას.

HWPL სარგებლობს მსოფლიო რეპუტაციით, ორგანიზაციამ წლების განმავლობაში მიიღო აქტიური მხარდაჭერა საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლებისაგან, მათ შორის ყოფილი და მოქმედი სახელმწიფო მეთაურებისაგან.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი