კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მკვლელობა ქუთაისში

ქუთაისში 30 წლამდე ქალს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ყელზე ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიაყენეს. მკვლელობის ოფიციალური ვერსია ამ ეტაპზე უცნობია.

როგორც გაირკვა, მოკლულმა ქალმა საცხოვრებელი ბინა დაახლოებით, 2 თვის წინ იქირავა და იქ მეგობარ გოგონასთან ერთად ცხოვრობდა.

ხმაურზე მეზობლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მისულმა მაშველებმა ბინის კარი შეამტვრიეს, მაგრამ ქალი უკვე დაღუპული დახვდათ.

პოლიციამ, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაკავებულია ქალი, რომელმაც თავის მეგობარ ახალგაზრდა ქალს სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ბ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

“დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა მიმდინარე წლის 18 ივლისს, ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თავის მეგობართან – 1989 წელს დაბადებულ ე.ჩ.-სთან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ე.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა.

“პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი, – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

“გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.” – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც შსს ავრცელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button