Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

პროკურატურა წაშლილ მიმოწერებს ეძებს

171

გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმეების სოციალური ქსელებიდან წაშლილი მიმოწერების ამოსაღებად, სამართლებრივი დახმარებისთვის, აშშ-ს მიმართა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გამოკითხულ მოწმეთა დიდი ნაწილი მედიასთან ამბობდა, რომ გამოძიებას მათგან მხოლოდ Facebook-ის მესენჯერისა და Instagram-ის მიმოწერები აინტერესებდა. იგივე თქვა მედიასთან 18 წლის ანა გაბეჩავამაც, რომლის დაბადების დღეზეც დაიწყო კონფლიქტი.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული. მათ თავდაპირველად მხოლოდ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ.

თუმცა, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო. 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბრალი ჯერ არავისთვის წაუყენებიათ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი